6:32 PM
ნუნუა - ქართული მითოლოგია

ნუნუა არის ღვინო, ღვინის ღმერთი, იგივე აგუნა. დიონისე-ბახუსის ორეული, განსაკუთრებით ცნობილია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ლეჩხუმში. გურულ საახალწლო სიმღერაში "აგუნა", "ვასარადა ჩაგუნა" შესაძლოა შემორჩენილი იყო "რა აგუნა" (მზესთან დიონისეს კავშირი ცნობილია). ესაა რიტუალური ჰიმნი, რასაც ასრულებდნენ საწნახელზე კაკუნის აყოლებით. ამ ჰიმნსაც აგუნას უწოდებენ. ლეჩხუმელი გლეხკაცი ვენახში ღვინოს გადაღვრის და იტყვის: "გაღმა ფურცელი, გამოღმა ყურძენი". აგუნასთან ამ გასაუბრების შემდეგ შინ ბრუნდება და იძინებს.

ნუნუა ღვინოსაც ნიშნავს და ხალხურ ფოლკლორში განპიროვნების გაგებაც აქვს. ღვინის ღმერთის მინაგვარი მნიშვნელობა (ნ. ბახუსი, დიონისე). ვაზი ქართულ სიტყვიერებაშიც დიდი ზრუნვის საგანია. ეს მითებსა და თქმულებებშიც აისახა. სვანეთში მტკიცედ დამკვიდრებულა მითი: ღმერთი თავისი ხელით დაატარებდა ვაზს და ავრცელებდა მთელ საქართველოში (ბერძნული მითოლოგიის მოტივიც ასეთია). ენგურს რომ აჰყვა, სოფელ ლალხორთან (საკრებულო, ხაიშთან), ეშმაკი შეხვდა და ჰკითხა, საით მიხვალ და რისთვისო. პასუხი რომ მოისმინე სთხოვა - მომეცი ეგ ვაზი, შენი სახელით ავყვები მდინარეს უშგულამდე, და ვახარებ, შენ უკან გაბრუნდიო. დაუჯერა მაცხოვარმა, (თუ მამა ღმერთმა), უკან გაბრუნდა. ეშმაკმა ვაზი ენგურს (ღვარს) გაატანა და ამიტომაც ამ მიდამოების იქით ვენახი არ ხარობს. იმ ადგილას ენგური მდორე და უხმაურო იყო. მითი მდინარის დუმილს იმით ხსნის, რომ ღმერთმა მდინარეს წკეპლა დაჰკრა, საუბარს გვიშლიო (აქამდე მოვედიო). ვერსიის მიხედვით ვაზის კულტი ქრისტიანობის გავრცელებასთანაა დაკავშირებული. თითქოს ღმერთს მაშინ გაუქრისტიანებელი დარჩა ენგურის ზედა წელის სოფლები და იქ დიდხანს წარმართობა მძლავრობდა. ცხადია, ქრისტიანობის ამბავი გვიანდელი დანართია. უფრო სარწმუნოა ნუნუას - წარმართული ღვთაებისა და მავნე დემონის შეხვედრის მითი.

წყარო : www.intermedia.ge

კატეგორია: zogadi | ნანახია: 77 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/3