ქართული ვაზის ჯიშები — ვაზის ჯიშები, რომლებიც გავრცელებულია, როგორც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის მეზობელ ქვეყნებში. დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობის რუდუნებითა და ღვაწლით ათასწლეულების განმავლობაში ხალხური სელექციის შედეგად ჩამოყალიბდა და გავრცელდა ქართული ვაზის (Vitis vinifera L. sativa) 525 ადგილობრივი ჯიში. აქედან: კახეთში 80, ქართლში 72, მესხეთ-ჯავახეთში 26, იმერეთში 74, რაჭა-ლეჩხუმში 50, გურიაში 59, სამეგრელოში 60, აჭარა 53, აფხაზეთში 51 ვაზის ჯიშია. საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია კულტურული ვაზის წინაპრის, ველური ვაზის (Vitis vinifera L. silvestris) 400-ზე მეტი ფორმა. ქართული ვაზის ჯიშები პროფესორ ა. ნეგრულის კლასიფიკაციის მიხედვით დაყოფილია შავი ზღვის აუზის (proles, pontica subproles georgica Negr.) და აღმოსავლეთ აზიის (proles, orientalis subproles caspica Negr.) ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფებად, რომლებიც შექმნილია კულტურული ვაზის ჯიშთა წარმოქმნის კოლხეთისა და ალაზნის კერებში და მათი უმრავლესობა მიეკუთვნება prol ... კითხვის გაგრძელება » |
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ლეგენდების დიდ ნაწილში ღვინის შექმნას ქართველები სწორედ მამა ღმერთს უკავშირებენ. |
ნუნუა არის ღვინო, ღვინის ღმერთი, იგივე აგუნა. დიონისე-ბახუსის ორეული, განსაკუთრებით ცნობილია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ლეჩხუმში. გურულ საახალწლო სიმღერაში "აგუნა", "ვასარადა ჩაგუნა" შესაძლოა შემორჩენილი იყო "რა აგუნა" (მზესთან დიონისეს კავშირი ცნობილია). ესაა რიტუალური ჰიმნი, რასაც ასრულებდნენ საწნახელზე კაკუნის აყოლებით. ამ ჰიმნსაც აგუნას უწოდებენ. ლეჩხუმელი გლეხკაცი ვენახში ღვინოს გადაღვრის და იტყვის: "გაღმა ფურცელი, გამოღმა ყურძენი". აგუნასთან ამ გასაუბრების შემდეგ შინ ბრუნდება და იძინებს. ნუნუა ღვინოსაც ნიშნავს და ხალხურ ფოლკლორში განპიროვნების გაგებაც აქვს. ღვინის ღმერთის მინაგვარი მნიშვნელობა (ნ. ბახუსი, დიონისე). ვაზი ქართულ სიტყვიერებაშიც დიდი ზრუნვის საგანია. ეს მითებსა და თქმულებებშიც აისახა. სვანეთში მტკიცედ დამკვიდრებულა მითი: ღმერთი თავისი ხელით დაატარებდა ვაზს და ავრცელებდა მთელ საქართველოში (ბერძნული მითოლოგიის მოტივიც ასეთია). ენგურს რომ აჰყვა, სოფელ ლალხორთან (საკრებულო, ხაიშთან), ეშმაკი შეხვდა და ... კითხვის გაგრძელება » |