ნუნუა არის ღვინო, ღვინის ღმერთი, იგივე აგუნა. დიონისე-ბახუსის ორეული, განსაკუთრებით ცნობილია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ლეჩხუმში. გურულ საახალწლო სიმღერაში "აგუნა", "ვასარადა ჩაგუნა" შესაძლოა შემორჩენილი იყო "რა აგუნა" (მზესთან დიონისეს კავშირი ცნობილია). ესაა რიტუალური ჰიმნი, რასაც ასრულებდნენ საწნახელზე კაკუნის აყოლებით. ამ ჰიმნსაც აგუნას უწოდებენ. ლეჩხუმელი გლეხკაცი ვენახში ღვინოს გადაღვრის და იტყვის: "გაღმა ფურცელი, გამოღმა ყურძენი". აგუნასთან ამ გასაუბრების შემდეგ შინ ბრუნდება და იძინებს.

ნუნუა ღვინოსაც ნიშნავს და ხალხურ ფოლკლორში განპიროვნების გაგებაც აქვს. ღვინის ღმერთის მინაგვარი მნიშვნელობა (ნ. ბახუსი, დიონისე). ვაზი ქართულ სიტყვიერებაშიც დიდი ზრუნვის საგანია. ეს მითებსა და თქმულებებშიც აისახა. სვანეთში მტკიცედ დამკვიდრებულა მითი: ღმერთი თავისი ხელით დაატარებდა ვაზს და ავრცელებდა მთელ საქართველოში (ბერძნული მითოლოგიის მოტივიც ასეთია). ენგურს რომ აჰყვა, სოფელ ლალხორთან (საკრებულო, ხაიშთან), ეშმაკი შეხვდა და ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: | ნანახია: | თარიღი: