ქართული ვაზის ჯიშები — ვაზის ჯიშები, რომლებიც გავრცელებულია, როგორც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის მეზობელ ქვეყნებში.
დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობის რუდუნებითა და ღვაწლით ათასწლეულების განმავლობაში ხალხური სელექციის შედეგად ჩამოყალიბდა და გავრცელდა ქართული ვაზის (Vitis vinifera L. sativa) 525 ადგილობრივი ჯიში. აქედან: კახეთში 80, ქართლში 72, მესხეთ-ჯავახეთში 26, იმერეთში 74, რაჭა-ლეჩხუმში 50, გურიაში 59, სამეგრელოში 60, აჭარა 53, აფხაზეთში 51 ვაზის ჯიშია. საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია კულტურული ვაზის წინაპრის, ველური ვაზის (Vitis vinifera L. silvestris) 400-ზე მეტი ფორმა.
ქართული ვაზის ჯიშები პროფესორ ა. ნეგრულის კლასიფიკაციის მიხედვით დაყოფილია შავი ზღვის აუზის (proles, pontica subproles georgica Negr.) და აღმოსავლეთ აზიის (proles, orientalis subproles caspica Negr.) ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფებად, რომლებიც შექმნილია კულტურული ვაზის ჯიშთა წარმოქმნის კოლხეთისა და ალაზნის კერებში და მათი უმრავლესობა მიეკუთვნება prol
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: |
ნანახია: |
დაამატა: |
თარიღი:
|
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ლეგენდების დიდ ნაწილში ღვინის შექმნას ქართველები სწორედ მამა ღმერთს უკავშირებენ.
ლეგენდა ღვინოზე
ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა. მრავალი ადგილი შეარჩია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ისეთ ადგილზე გააკეთა, სადაც დამარხული იყო ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები. ასეთი ადგილი საქართველო აღმოჩნდა (არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ევრაზიის აფრიკასთან მატერიკულად ერთიანობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ლომები მართლაც სახლობდნენ). როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა, ღვინოს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა. როდესაც ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით საამო მოსასმენია. როდესაც ზომაზე ცოტა მეტს სვამს, ლომს ემსგავსება და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება. უკიდურესად გადათრობის შემთხვევაში კი, ადამიანი ემსგავსება ღორს, ნეტავი რატომ??
* * *
უხსოვარ დროს, როდესაც ღმერთი
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: |
ნანახია: |
დაამატა: |
თარიღი:
|
|